რუსებმა ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს | დაშავებულებს შორის არიან მცირეწლოვნებიც

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელი სახლი დაბომბეს, - Reuters-ის ცნობით, შედეგად, დაახლოებით 30 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვია.

დაბომბვას, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსული ტერორი უნდა შეჩერდეს. მან დაბომბვის ამსახველი ფოტოც გაავრცელა, რომელშიც დაზიანებული საცხოვრებელი შენობა ჩანს.

"საავიაციო ბომბებით რუსული იერიშის შემდეგ, ხარკოვში სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ჩვეულებრივი მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. მე-9 და მე-12 სართულებს შორის ხანძარი და ნანგრევებია". - წერს ზელენსკი.

ზელენსკის თქმით, "მსოფლიო უნდა დაგვეხმაროს რუსეთის სამხ ედრო თვითმფრინავებისა და ათეულობით მართვადი საავიაციო ბომბების წინააღმდეგ საკუთარი თავის დაცვაში, რაც ყოველ დღე უკრაინელების სიცოცხლეს იწირავს. ეს ტერორი უნდა შეჩერდეს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი