რუსეთმა ღამით უკრაინის წინააღმდეგ 56 "შაჰიდი" გაუშვა, მთავარი სამიზნე კიევი იყო

გამოქვეყნდა:

ორშაბათს ღამის განმავლობაში, თითქმის 20 დრონი ჩამოაგდეს კიევის მახლობლად და ეს თავდასხმა, აღმოჩნდა ყველაზე მასშტაბური ომში მყოფი ქვეყნის დედაქალაქზე, განაცხადა კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ დილით. წინასწარი ინფორმაციით, კიევში ნგრევა ან მსხვერპლი არ ყოფილა.

ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ უპილოტო თვითმფრინავები კიევისკენ სხვადასხვა მიმართულებით დაფრინავდნენ და საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება დედაქალაქში სამსაათნახევარი გაგრძელდა და ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე გაითიშა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 16 სექტემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 56 დრონი გაუშვა, საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 53 მათგანი, კიდევ სამი დაიკარგა. უწყება ამბობს, რომ უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს - კიევის, ჩერკასის, ვინიცას, პოლტავას, სუმის, ზაპოროჟიეს, კიროვოგრადის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკისა და ჩერკასის რაიონებში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი