რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება 54 ჩამოგდებულ დრონზე, მაგრამ არაფერს ამბობს ტოროპეცზე, სადაც ხანძარია

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს დილით გაბაცხადა, რომ ღამით 54 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს რუსეთის ხუთ რეგიონში, მაგრამ სამინისტრო არაფერს ამბობს ტვერის ოლქში საბრძოლო მასალის საცავზე დარტყმაზე. 

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები ტვერის ოლქის ქალაქ ტოროპეციდან, სადაც ჩანს კვამლი, ქალაქში ჩამტვრეული ფანჯრები, ისმის აფეთქებების ხმა.

სამინისტროს მოკლე მიმოხილვაში, რომელიც ციტირებულია რუსული სააგენტოების მიერ, ნათქვამია, რომ ღამით ჩამოაგდეს 27 დრონი კურსკის ოლქში, 16 ბრაიანსკში, 7 სმოლენსკში, 3 ბელგოროდში და ერთი კი ორიოლის ოლქის თავზე.

ტვერის ოლქის გუბერნატორმა თავდაპირველად თქვა, რომ ტოროპეცის რაიონში უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, ნამსხვრევების დაცემის ადგილზე კი ხანძარი გაჩნდა, თუმცა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა.

შემდეგ ტოროპეცის ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოციალურ ქსელებში განაცხადა, რომ მოიგერიეს  უკრაინული დრონების მასიური თავდასხმა ქალაქში. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი