საწყობში ინახებოდა "ისკანდერის" რაკეტები, ტაქტიკური სარაკეტო სისტემები, საარტილერიო საბრძოლო მასალა | წყარო СБУ-დან ადასტურებს ტვერის ოლქზე თავდასხმას

გამოქვეყნდა:

"უკრაინსკა პრავდა" უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ღამით, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, უსაფრთხოების სამსახურისა და სპეციალური ოპერაციების ძალების დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო და საარტილერიო სამმართველოს დიდ საწყობს ტვერის ოლქში.

წყაროს ცნობით, საწყობში ინახებოდა "ისკანდერის" ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტები, ტაქტიკური სარაკეტო სისტემები "ტოჩკა-უ", საჰარეო ბომბები (КАБ) და საარტილერიო საბრძოლო მასალა. 

დრონებით თავდასხმის შემდეგ მოხდა ძლიერი აფეთქება. უკრაინული მხარის ცნობით, ხანძარმა 6 კილომეტრის სიგანის ტერიტორია მოიცვა. 

"უსაფრთხოების სამსახური, თავდაცვის ძალების ძმებთან ერთად, აგრძელებს მტრის სარაკეტო პოტენციალის მეთოდურ შემცირებას, რომელსაც ის იყენებს უკრაინის ქალაქების განადგურებისთვის. ჩვენ ვმუშაობთ შემდგომში მსგავსი „სურათის“ ორგანიზებაზე რუსეთის სხვა სამხედრო ობიექტებზე, რომლებიც მუშაობენ უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის", - ამბობს წყარო.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი