უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით 42-ვე დრონი და ერთი რუსული რაკეტა ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 19 სექტემბრის ღამეს, საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო "შაჰიდის" ტიპის 42 დრონი, ასევე X-59/69 ტიპის რაკეტა.

უწყება ამბობს, რომ ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქს სამი S-300/S-400 საზენიტო რაკეტით დაარტყეს, ასევე გამოიყენეს ერთი X-59/69 რაკეტა და 42 უპილოტო საფრენი აპარატი. 

საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა დნეპროპეტროვსკის, კიევის, ვინიცას, ჟიტომირის, რივნეს, ჩერკასის, კიროვოგრადის, ნიკოლაევისა და ხერსონის რეგიონებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი