მოსახლოებას სურს ცვლილებები - ოპოზიცია IPSOS_ის კვლევაზე

გამოქვეყნდა:

მოსახლოებას სურს ცვლილებები - ასე აფასებს ოპოზიცია IPSOS_ის კვლევის შედეგებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ შედეგები აჩვენებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის მმართველობა დასრულდება და ქვეყანაში კოალიციური მთავრობა იქნება.

ახლა მთავარი ამოცანა ჩვენთვის არის, რომ ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე და ჩვენ მოვახერხოთ ქართველი ხალხის ნების აღსრულება და არსებულ რეჟიმის შეცვლა - ამბობს "ენმ"-ს წევრი სალომე სამადაშვილი

ვარდება ქართული ოცნების რეიტინგი და ეს არის გასაგები იმიტომ, რო ეს არის ჩაფლავებული მთავრობა, რომელმაც ვერც ერთ გამოწვევას თავი ვერ გაართვა - ამბობს სერგი კაპანაძე "ევროპული საქართველოდან"

გამოკვეთილია კოალიციური მთავრობის კონტურები. ამ ტენდენცია აჩვენებს ეს გამოკვლევები. ხშირად მოქალაქეები თავიანთ პოლიტიკურ სიმპატიებს არ აცხადებენ და დარწმუნებულ ვარ ლეიბორისტულ პარტიას ბევრად მეტი რეიტინგი აქვს - ამბობს გიორგი გუგავა

გირჩი მზარდი პარტია ვართ და არჩევნებამდე კიდევ უფრო გავიზრდებით. ჩემი აზრით ყველანაირი შანსი არსებობს რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს და ამისთვის საჭიროა ოპოზიცია მოიქცეს გონივრულად - ამბობს ზურა გირჩი ჯაფარიძე.

კვლევების შედეგს საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოეხმაურა, ხოლო მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

აქვე შეგახსენებთ, გუშინ ტელეკომპანია “მთავარის” დაკვეთით კვლევა გამოქვეყნდა, სადაც საერთო ჯამში ოპოზიციური ხმები, აჭარბებს ამჟამინდელი მმართველი გუნდისას. 

IPSOS-მა კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში "არჩევნები 2020".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი