ევროკავშირი უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 160 მილიონ ევროს გაუგზავნის

გამოქვეყნდა:

ზამთარში ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის, ევროკავშირი უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 160 მილიონ ევროს გაუგზავნის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ფინანსური დახმარების გარდა, ევროკავშირი უკრაინა ინფრასტრუქტურის შეკეთებითა და დამატებითი ექსპორტით დაეხმარება.  ლაიენის თქმით, ევროკავშირი უკრაინაში ელექტროენერგიის ექსპორტს დამატებით 2 გიგავატით გაზრდის.

ასევე, ლიეტუვაში საწვავზე მომუშავე ელექტროსადგურის დაშლა მიმდინარეობს, რომელსაც უკრაინაში იმ ტერიტორიაზე ააშენებენ, სადაც რუსეთმა ქვეყნის თერმული ელექტროსადგურების 80% გაანადგურა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი