ლეიბორისტული პარტიის ორ წევრს და სამოქალაქო აქტივისტებს შსს-ში კითხავენ. ოპოზიციური ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები გლდანულაში, ორი დღის წინ მომხდარი შემთხვევაზე დაიბარეს.
ლეიბორისტებმა ერთ-ერთ სკვერში, ქართული ოცნების დროშები ჩამოხსნეს და საქართველოს დროშები დაკიდეს.
ადგილზე მივიდნენ ქართული ოცნების აქტივისტებიც, რომლებიც ოპოზიციის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ლეიბორისტული პარტიის წევრები ამბობენ, რო ბრალდება აბსურდულია, რადგან მათ არაფერი დაუზიანებიათ და პარტიული დროშა, სახელმწიფო დროშით ჩაანაცვლეს, გარდა ამისა მათივე თქმით, პოლიციამ პოლიტიკური მოტივით აღძრა საქმე.
ისინი გამოძიებას უნდობლობას იცხადებენ და მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვენ დაკითხვას
გამოძიება შსს-ს 187-ე, სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით აქვს დაწყებული.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი