რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში, გასული დღის განმავლობაში, სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა | დაშავებულია 33

გამოქვეყნდა:

უკრაინაში, გასულ ღამეს რუსეთის თავდასხმებს სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა და 33 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული ხელისუფლება ავრცელებს.

სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სუმის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. ოფიციალური პირების თქმით, 19 სექტემბერს ქალაქ სუმის მოხუცთა თავშესაფარზე რუსულ ავიაიერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 14. გავრცელებული ინფორმაციით, იმავე დღეს სერედინა-ბუდას თემის წინააღმდეგ განხორციელებული ავიაიერიშის დროს კიდევ 3 ადამიანი დაშავდა.

გუბერნატორ ვადიმ ფალაშკინის განცხადებით, დონეცკის ოლქში გასული დღის განმავლობაში 3 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. ჩასივ იარზე თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი კი კოსტიანტინივკაში. გუბერნატორის ცნობით, 2 დაშავდა სოფელ რივნეში, 2 კურახივკაში და თითო კურახოვეში, ზორიაში, ზარიჩნესა და სერებრიანკაში.

გუბერნატორ ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქის წინააღმდეგ რუსულმა თავდასხმებმა ვოვჩანსკის მახლობლად მდებარე ქალაქ ვილჩაში 85 წლის კაცი იმსხვერპლა. კუპიანსკში დაიჭრა 65 წლის კაცი და სოფელ შესტაკოვეში 2 ადამიანი.

ხერსონის ოლქში, გუბერნატორ ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, თავდასხმის დროს 5 ადამიანი დაშავდა. დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი, ხუთი მრავალსართულიანი კორპუსი და 14 სახლი.

თავდასხმის ქვეშ მოყვა, ჩერკასის, დნეპროპეტროვსკის, ივანო-ფრანკოვსკის, კიევის, კიროვოგრადის, ვინიცის, პოლტავას, ხმელნიცკის, ოდესის, ლუგანსკის, ლვოვის, მიკოლაევის, რივნესა და ზაპოროჟიეს ოლქებიც, თუმცა მსხვერპლი არ დაფიქსირებულა.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი