რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 70 "შაჰიდიდან" 61 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 70 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 61 ჩამოაგდეს, 9 უკრაინის ტერიტორიაზე დაიკარგა. რუსეთი უკრაინას ასევე თავს დაესხა უცნობი ტიპის 3 რაკეტითა და ერთი Kh-59 მართვადი საჰაერო რაკეტით, რომელიც საზენიტო ბრძოლის შედეგად ჩამოაგდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა დნეპროპეტროვსკის, კიევის, ვინიცის, ჩერკასის, კიროვოგრადის, სუმის, პოლტავას, ივანო-ფრანკოვსკის, ლვოვის, ხმელნიცკის, მიკოლაევის, ოდესისა და ხერსონის რეგიონებში.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი