უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის არმიის მხრიდან 70 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა | BBC

გამოქვეყნდა:

უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის არმიის მხრიდან 70 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ უკრაინაში დაღუპული 70 112 რუსი ჯარისკაცის ვინაობა უკვე დადგენილია, მაგრამ სავარაუდოა, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მეტია.

როგორც ცნობილია, დაღუპულებს შორის 13,781 (20%) მოხალისე იყო. ამასთან, 19%-ს ყოფილი პატიმრები შეადგენენ, რომლებიც ოკუპანტების არმიას დანაშაულის შეწყალების სანაცვლოდ შეუერთდნენ. რაც შეეხება მობილიზებულ ჯარისკაცებსა და საბრძოლველად გამოძახებულ მოქალაქეებს, მათი საერთო რაოდენობა 13%-ს შეადგენს.

უკრაინა ბრძოლის ველზე დაღუპულთა მასშტაბებზე კომენტარს იშვიათად აკეთებს. თებერვალში ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაღუპულია 31,000 უკრაინელი ჯარისკაცი, თუმცა აშშ-ის დაზვერვის ცნობით, დანაკარგები გაცილებით დიდია.

BBC-ის მიერ გაანალიზებული მონაცემების მიხედვით, არმიაში დარეგისტრირებული კაცების უმეტესობა რუსეთის პატარა ქალაქებიდან არიან, სადაც სტაბილური, კარგად ანაზღაურებადი სამუშაოს პოვნა რთულია.

მოკლული მოხალისეების მცირე ნაწილი სხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ - სულ ასეთი 272 მებრძოლია, რომელთაგან უმეტესობა შუა აზიიდან იყო - 47 უზბეკეთიდან, 51 ტაჯიკეთიდან და 26 ყირგიზეთიდან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი