რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 16 "შაჰიდიდან" 11 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 16 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 11 ჩამოაგდეს, 5 უკრაინის ტერიტორიაზე დაიკარგა. რუსეთი უკრაინას ასევე თავს დაესხა ოთხი ისკანდერ-M/KN-23 ბალისტიკური რაკეტითა და ხუთი Kh-59/69 მართვადი საჰაერო რაკეტით. 

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, სუმის, პოლტავას, ოდესისა და მიკოლაევის რეგიონებში.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი