რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 80 "შაჰიდიდან" 71 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 80 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 71 ჩამოაგდეს, 6 უკრაინის ტერიტორიაზე დაიკარგა. რუსეთმა უკრაინას, ასევე, ორი Kh-59/69 მართვადი საჰაერო რაკეტით შეუტია. 

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა ხმელნიცკის, ვინიცის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, კიევის, სუმის, პოლტავას, ხერსონის და მიკოლაევის რეგიონებში.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი