რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა | დაშავებულია 21 ადამიანი

გამოქვეყნდა:

უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვნებიც. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

შენობიდან 60-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალაქის მერის იგორ ტერეხოვის განცხადებით, ადგილზე, ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.

ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსეთმა შენობას FAB-250 საჰაერო ბომბით 21 სექტემბერს შეუტია. მანვე დაადასტურა, რომ ქალაქში ორი ცალკეული დარტყმა მოხდა. შეტაკების შემდეგ სულ მცირე ოთხ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და კიდევ 20 დაზიანდა.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი