აღარ ვისაუბრებ პარტიებზე, რომელთაც ჩვენთვის ელექტორალური შედეგი არ მოაქვთ - სამადაშვილი

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ დროა, ოპოზიციური პარტიები ჩამოყალიბდნენ, რომელ ფრონტზე და ვის წინააღმდეგ იბრძვიან. მისი თქმით, IPSOS-ის კვლევებიდანაც აშკარაა, რომ მოსახლეობის უმეტესობას პოლიტიკური ცვლილებები სურს.

სალომე სამადაშვილი "დღის სტუმარში" დღეს ყოფილი თანაგუნდელის, სერგი კაპანაძის განცხადებებს გამოეხმაურა:

დღეიდან და არჩევნებამდე, აღარ ვაპირებ, ჩემი დრო დავკარგო იმ პარტიებზე სასაუბროდ, რომელთაც არანაირი ელექტორალური შედეგი ჩვენთვის არ მოაქვთ. ამ ხალხს გახსნილი აქვს ორი ფრონტი - ერთი სააკაშვილის, მეორე - ივანიშვილის წინააღდმდეგ. ახლა დროა, ერთ-ერთი ფრონტი დახურონ და ხალხიც გაიგებს, თუ სად დგანან ისინი. ენმ-ს მხოლოდ ერთი ფრონტი აქვს, რაც გულისხმობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ყოფნას, - ამბობს სამადაშვილი.

სამადაშვილი ამბობს, რომ "ენმ"-ს გარდა მოსახლეობა სხვა ოპოზიცურ ძალას არ ენდობდა, თუმცა  ხაზს უსვამს, რომ მისი პოლიტიკური პარტია მზადაა, ითანამშრომლოს ყველა თანამოაზრესთან. 

ჩვენი ხალხის 60%-ს ცვლილება სურს, მაგრამ ენმ-ის გარდა სხვა ოპოზიციურ ძალას არ ენდობიან. ეს იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის გამონაკლისი - მას გახსნილი აქვს კარი კოალიციური თანამშრომლობისთვის იმათთვისაც კი, ვინც სააკაშვილის მოწინააღმდეგე იყო წარსულში, - თქვა სამადაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ IPSOS-ის კვლევის კითხვაზე - რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს? - ოპოზიციურ ძალებს შორის ენმ პირველ ადგილზე დგას და ამომრჩეველთა 15.5% მზადაა, რომ ხმა სწორედ მას მისცეს. 

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში "არჩევნები 2020".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი