რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში, გასული დღის განმავლობაში, 5 ადამიანი ემსხვერპლა | დაშავებულია 40

გამოქვეყნდა:

გასული დღის განმავლობაში უკრაინაში რუსეთის თავდასხმებს 5 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 40. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული ხელისუფლება ავრცელებს.

ხარკოვის ოლქის გუბერნატორის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსეთმა ქალაქ ხარკოვის წინააღმდეგ FAB-250 საჰაერო ბომბები გამოიყენა, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაშავდა. დაჭრილებს შორის რამდენიმე მძიმე მდგომარეობაშია, 17 წლის ბიჭი და 39 წლის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა შენობები და 21 მანქანა.

გუბრნატორ სერჰი ლისაკის ცნობით, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი, გასულ ღამეს, არაერთხელ მოყვა საარტილერიო ცეცხლის, რაკეტებისა და კამიკაძე დრონების თავდასხმის ქვეშ. ნიკოპოლში 25 წლის ქალი და 12 წლის გოგო დაიღუპნენ, როცა მათ მანქანას რუსული დრონი დაეჯახა. თავდასხმის შედეგად დაშავდა, მანქანაში მყოფი, 25 წლის კაცი და 4 წლის გოგო, მისი მდგომარეობა მძიმეა, აღენიშნება თავის, ზედა კიდურების და წინამხრების მცირე ჭრილობები.

ხერსონის ოლქში, გუბერნატორ ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსეთის თავდასხმების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. სოფელ სტანისლავზე თავდასხმისას დაშავდა 72 წლის ქალი. ქალაქ ხერსონში თავდასხმის შედეგად კი კაცი დაიჭრა, რომელმაც დაზიანებები თავის, ზურგის, ხელებისა და ფეხების არეში მიიღო. თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად, ქალაქ ბერისლავში 2 ადამიანი დაშავდა, ხოლო სოფელ ანტონივკაში საარტილერიო ნამსხვრევებით 52 წლის კაცი დაიჭრა.

გუბერნატორ ვადიმ ფალაშკინის თქმით, დონეცკის ოლქში 3 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. პოკროვსკიდან დასავლეთით 12 კილომეტრში დასახლებულ უდაჩნეში 2 ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდა. კურახოვეში რუსულ თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 2.

რუსული თავდასხმების ქვეშ მოყვა სუმის, მიკოლაივის, ხმელნიცკის და კიევის ოლქებიც, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი