მოსკოვი უკრაინის სამშვიდობო სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს | ზახაროვა

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება არ მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო სამიტში, რომლის ორგანიზებას უკრაინა 2024 წლის ბოლომდე გეგმავს.

მისი თქმით, სამშვიდობო სამიტს არაფერი აქვს საერთო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან. მან სამიტს "ანგლოსაქსების და მათი უკრაინელი მარიონეტების თაღლითობის კიდევ ერთი გამოვლინება" უწოდა.

"ე.წ. მეორე სამიტი იგივე მიზანს ისახავს: გაათრიოს ზელენსკის აბსოლუტურად არასახარბიელო ფორმულა, როგორც კონფლიქტის მოგვარების უალტერნატივო საფუძველი. მოიპოვოს მისთვის მსოფლიო უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერა და მისი სახელით რუსეთს კაპიტულაციის თაობაზე ულტიმატუმი წაუყენოს", - ნათქვამია ზახაროვას განცხადებაში.

ამავდროულად, ზახაროვამ დასძინა, რომ მოსკოვი უარს არ ამბობს " სერიოზულ წინადადებებზე”, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი