უკრაინის საჰაერო ძალებმა 3 რუსული "შაჰედი" ჩამოაგდეს, სხვა საჰაერო სამიზნეები კი EW-ის გამოყენებით ჩაახშვეს

გამოქვეყნდა:

23 სექტემბრის ღამეს რუსებმა უკრაინას Х-59/69-ის მართვადი რაკეტებით და 4 შაჰედით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო ძალებმა მტრის სამი დრონი გაანადგურეს, ხოლო დანარჩენი საჰაერო სამიზნეები რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების (EW) გამოყენებით ჩაახშვეს.

"საბრძოლო სამუშაოების შედეგად, საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო მტრის 3 უპილოტო საფრენი აპარატი სუმის რეგიონში, დარჩენილი საჰაერო სამიზნეები - ერთი შაჰედი და ორი მართვადი თვითმფრინავი - ვერ მიაღწიეს სამიზნეებს უკრაინის თავდაცვის ძალების ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობის აქტიური წინააღმდეგობის გამო." - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი