უკრაინელმა მედესანტეებმა რუსეთის საზღვრის კიდევ ერთი გარღვევა მოახდინეს

გამოქვეყნდა:

უკრაინელმა მედესანტეებმა რუსეთის საზღვრის კიდევ ერთი გარღვევა მოახდინეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო თავდასხმის ჯარების სარდლობა ავრცელებს.  არსებული ინფორმაციით რუსეთის საზღვრის ერთ-ერთი მონაკვეთის გარღვევა პოლესიეს 95-ე ცალკეული სადესანტო თავდასხმის ბრიგადის მებრძოლებმა მოახდინეს.

"უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლესიეს საჰაერო სადესანტო ძალების 95-ე ცალკეული საჰაერო სადესანტო თავდასხმის ბრიგადის ნაწილებმა რუსეთის საზღვრის ერთ-ერთი მონაკვეთი გაარღვიეს.

რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ოპერაციის დაწყების შემდეგ ეს უკვე მეორე წარმატებული ოპერაციაა რუსეთის საზღვრის გასარღვევად." - ნათქვამია სარდლობის ინფორმაციაში.

უკრაინელმა მებრძოლებმა გაავრცელეს ვიდეოც სადაც ასახულია სასაზღვრო ზოლში ბრძოლა და ტანკების მიერ რუსული თავდაცვითი პუნქტის დაშლა.

ჯერჯერობით არ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად სად მოახერხეს რუსეთის ფედერაციის საზღვრის მონაკვეთის გარღვევა.

 

 

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი