რას გულისხმობს უკრაინის "გამარჯვების გეგმა", რომელსაც ზელენსკი ბაიდენს წარუდგენს | გეგმის პუნქტებზე Times-ი წერს

გამოქვეყნდა:

ბრიტანულმა გაზეთმა Times-მა გაავრცელა ინფორმაცია უკრაინის "გამარჯვების გეგმის" შესახებ. გამოცემა წერს, რომ "გამარჯვების გეგმა", რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებში ჯო ბაიდენს უნდა წარუდგინოს, ოთხი ძირითადი პუნქტისგან შედგება. ესენია:

დასავლეთის უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნა, რომელიც ნატოში გაწევრიანების ორმხრივი თავდაცვის შეთანხმების ანალოგიური იქნება.

უკრაინის კურსკის რეგიონში შეჭრის გაგრძელება, როგორც ტერიტორიული კოზირის საშუალება;

მოთხოვნა განსაზღვრული თანამედროვე შეიარაღების შესახებ;

საერთაშორისო ფინანსური დახმარება უკრაინის განადგურებული ეკონომიკისთვის.

ზელენსკიმ თქვა, რომ ხუთშაბათს ბაიდენთან შეხვედრამდე გეგმის სრულ დეტალებს არ გაამჟღავნებს და განაცხადა, რომ ის ასევე აპირებს წარუდგინოს ის პრეზიდენტობის ორ კანდიდატს, დონალდ ტრამპს და კამალა ჰარისს.

გარდა ამისა, ზელენსკი აპირებს ბაიდენს მოსთხოვოს „უსაფრთხოების გარანტიები“ უკრაინისთვის, რაც არ დაუშვებს კიევის იძულებას არახელსაყრელი სამშვიდობო შეთანხმების დადებაზე, თუ დონალდ ტრამპი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი