ბათუმში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საოლქო კომისიის წევრი, დავით გეგიაძე დააკავეს. 

შინაგან საქმეთა საიმინსტროს ინფორაციით, ის სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე მუხლით დააკავეს, რაც ძალდობას გულოსხმობს. საქმე ეხება გუშინ, 21 სექტემბერს, გვიან ღამით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტს. სამედიცინო პერსონალისა და დაკავებულის ადვოკატის განცახდებით, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას და ის ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა.

ადვოკატის, ბადრი ბერიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საავადმყოფოში ახლობლის მოსანახულებლად მივიდა და გარკვეულ პროცედურებს აზუსტებდა, რა დროსაც მასსა და ერთ-ერთ ექიმს შორის მოხდა შელაპარაკება. ადგილზე სავარაუდოდ მედპერსონალმა სამართალდამაცავები გამოიძახეს. დავით გეგეიაძე ადგილზე დააკავეს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი