უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსეთის საზღვარზე, კურსკის ოლქში, ახალი მონაკვეთი გაარღვიეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსეთის საზღვარზე, კურსკის ოლქში, ახალი მონაკვეთი გაარღვიეს, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო თავდასხმის ჯარების სარდლობა ავრცელებს.

სამხედრო ოპერაცია სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის 95-ე დანაყოფმა განახორციელა.

უკრაინელმა მებრძოლებმა გაავრცელეს ვიდეოც, სადაც სასაზღვრო ზოლში ბრძოლა და ტანკების მიერ რუსული თავდაცვითი პუნქტის დაშლაა ასახული.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი