მაღალი იერარქიის სასულიერო პირების დასწრება "ქართულ ოცნების" პარტიულ შეკრებებზე მღვდელმთავრებისთვის კონკორდატის დარღვევა არ არის, თუმცა განსხვავებული მოსაზრება აქვთ თეოლოგებს. ისინი ამბობენ, რომ სასულიერო პირები პარტიულ ღონისძიებებზე მისვლით ღიად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას და არღვევენ ყველანაირ შეთანხმებას სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის.
კანონის დარღვევას ვერ ხედავს ვერც "ქართული ოცნების" გენმდივანი და თბილისის მერი. კახა კალაძე ამბობს, რომ მღვდლებიც მოქალაქეები არიან და აქვთ უფლება თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება:
ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათაც აქვთ საკუთარი ხედვა ამ თუ იმ საკითხზე. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი, ეს იქნება სასულიერო პირი, ბიზნესმენი, თუ სხვა დარგის წარმომადგენელი, არის ამ ქვეყნის მოქალაქე, მათ აქვთ კონსტიტუციური უფლება მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და მიიღონ გადაწყვეტილება - ამბობს კალაძე.
პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ამბობს, რომ ღონისძიებაზე მისვლა მხარდაჭერას არ ნიშნავს "მხარდაჭერა არის სიტყვიერი განცხადება".
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი, რომელიც თავადაც ესწრებოდა "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენას, ამბობს, რომ ეკლესია ყოველთვის მარს უჭერს იმას, ვინც ხელისუფლებაშია.
მეუფე სერაფიმე კი ამ კითხვამ დღეს გააღიზიანა