რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 81 "შაჰიდიდან" 66 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 81 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 66 ჩამოაგდეს, 13 უკრაინის ტერიტორიაზე დაიკარგა. რუსეთი უკრაინას ასევე თავს დაესხა ერთი "ისკანდერ-მ" ბალისტიკური რაკეტით, ორი Kh-59/69 მართვადი საჰაერო და ერთი დაუზუსტებელი რაკეტით. 

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა კიევის, ჟიტომირის, ჩერკასის, ვინიცის, კიროვოგრადის, პოლტავას, სუმისა და მიკოლაევის რეგიონებში.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი