რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს. დაღუპულია ორი და დაშავებულია თორმეტი ადამიანი, - ინფორმაციას დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს.
მისივე ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქის ცენტრზე მართვადი ავიაბომბებით მიიტანეს იერიში.
ასევე, დაზიანებულია ორი მრავალსართულიანი შენობა, მაღაზიები და ავტომობილები.