წულუკიანს სასამართლო დავა ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო

გამოქვეყნდა:

წულუკიანს სასამართლო დავა ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა, ანანო მელაძემ მოუგო - ინფორმაციას მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ავრცელებს და წერს, რომ 

მეგობრებო!

ანანო მელაძემ სასამართლო დავა მოიგო!

გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ ჩვენმა მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი - SEC Workers Union-მ მორიგი სასამართლო პროცესი მოუგო Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი - ის ახალ ხელმძღვანელობას და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და პირადად თეა წულუკიანი Thea Tsulukiani-ს

გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე სოსო ღურწკაიამ 2024 წლის 25 სექტემბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე ანანო მელაძე სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ, რომლითაც ძირითადად დაკმაყოფილდა ანანო მელაძის სარჩელი. 

სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ანანო მელაძის სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც ანანო მელაძე სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან ეროვნულ მუზეუმს ანანო მელაძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება,
ვინაიდან სასამართლო, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩატარებული მავნებლური რეორგანიზაციის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ვერ დაავალდებულებს დასაქმებული აღადგინოს დაკავებულ თანამდებობაზე, რაც მუზეუმისთვის დიდი დანაკლისი იქნება.

დიდ მადლობას ვუხდით, დაუღალავი და მაღალკვალიფიციური შრომისთვის, ჩვენ ადვოკატებს: 
სალომე სურმანიძეს
ნუცა ვარდენიძეს
ოთარ ხუციშვილს
დავით ომსარაშვილს
Davit Omsarashvili

შეგახსენებთ, რომ ეს უკვე 30-ე სასამართლო პროცესია, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ და რეპრესიულად გათავისუფლებულმა ადამიანებმა მოიგეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინააღმდეგ!

პროფკავშირი მიიჩნევს, რომ ამ წმენდის ყველა ორგანიზატორმა თუ თანამონაწილემ პასუხი უნდა აგოს ჩადენილ კანონდარღვევებზე და მათი სახელები უნდა იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი,  რათა მომავალში დაცული ვიყოთ მსგავსი უსამართლობისგან.
წინ კიდევ 60-მდე სარჩელია!
ბრძოლა გრძელდება!, - წერს პროფკავშირი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი