რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 78 "შაჰიდიდან" 66 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 78 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 66 ჩამოაგდეს, 8 უკრაინის კონტროლირებად სივრცეში დაიკარგა, 1 კი რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნდა. ასევე რუსეთი უკრაინას თავს დაესხა ორი უცნობი ტიპის და ოთხი Kh-59/69 მართვადი საჰაერო რაკეტით, რომელთაგან 4 Kh-59/69 ჩამოაგდეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, კიევის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ვინიცის, ხმელნიცკის, ივანო-ფრანკოვსკის, სუმის, პოლტავას, მიკოლაევის, ოდესის, ხერსონის და ხარკოვის რეგიონებში.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი