უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 32 რუსული დრონიდან 24 ჩამოაგდო, ერთი "შაჰედი" რუმინეთში შეფრინდა

გამოქვეყნდა:

27 სექტემბერს ღამით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 32 დრონი -კამიკაძე გაუშვეს, ოკუპირებული ყირიმიდან დარტყმა განახორციელეს ბალისტუკური რაკეტა ისკანდერით და შავი ზღვის აკვატორიაში მოძრავი ბომბდამშენებით კი ორი ფრთოსანი რაკეტა Х-22 ისროლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 24 "შაჰედი" გაანადგურა. ერთი დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა, 3 კი EW-ის გამოყენებით ჩაახშობის შემდეგ ადგილობრივად დაიკარგა.

საჰაერო თავდაცვა მუშაობდა დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევისა და ოდესის რეგიონებში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი