უკრაინის ქალაქ კრივოი როგში, რომელზეც დღეს სარაკეტო დარტყმები განხორციელდა, ნანგრევებში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
"ქალაქზე რუსების მიერ დილას განხორციელებული სარაკეტო შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა", - დაწერა ტელეგრამის არხში დნეპროპეტროვსკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ლისაკმა.
რუსული რაკეტა რაიონული პოლიციის სამმართველოს შენობას მოხვდა. დაზიანდა 20 კერძო სახლიც.