რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 73 "შაჰიდიდან" 69 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 73 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 69 ჩამოაგდეს, 3 უკრაინის კონტროლირებად სივრცეში დაიკარგა, 1 კი რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნდა. ასევე რუსეთი უკრაინას თავს დაესხა ორი "ისკადერ-მ" ბალისტიკური და ორი Kh-59/69 მართვადი საჰაერო რაკეტით, რომელთაგან 2 Kh-59/69 ჩამოაგდეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა კიევში, ჩერკასში, ვინიცაში, კიროვოგრადში, რივნეში, დნეპროპეტროვსკში, ზაპოროჟიეში, პოლტავაში, სუმის, ხარკოვის, ხერსონის, ოდესისა და მიკოლაევის რეგიონებში. 

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი