დამატებითი საარჩევნო უბნების მოთხოვნა | სასამართლოში ემიგრანტების სახელით სარჩელი შევიდა

გამოქვეყნდა:

ცესკოს გადაწყვეტილება დამატებით საარჩევნო უბნების არგახსნაზე,  თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდა. ემიგრანტების სახელით, სასამართლოში დღეს სარჩელი შევიდა, რომლითაც ემიგრანტებისთვის დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვენ. 

ემიგრანტები ახლა სასამართლოსგან მოითხოვენ, დაავალდებულოს ცესკო, რომ უბნები გაიხსნას ისეთ ქალაქებში, რომლებიც საკონსულოებიდან და საელჩოებიდან შორსაა.  ემიგრანტები ამბობენ რომ   ოცნების ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს,  რადგან  მათ საშუალებას ართმევს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.

შეგახსენებთ, 26 სექტემბერს საარჩევნო ადმინისტრაციამ დაადგინა, მხოლოდ 60 საარჩევნო უბანი გაიხსნება 42 ქვეყანაში.

ცესკო-ს დისკრიმინაციული გადაწყვეტილებით ემიგრანტებს დამატებით საარჩევნო უბნების გახსნაზე უარი ეთქვათ - ასე გამოეხმაურა ცესკოს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რასაც ცესკოს მხრიდან საპასუხო განცხადება მოჰყვა. 

"საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს პრეზიდენტის ადმინისტრაციას საზოგადოებას განუმარტოს კანონმდებლობის ის კონკრეტული ნორმა ან პროცედურა, რომელიც დაარღვია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნისას. დაასახელონ არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც მიიჩნევენ ცესკოს გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულად." აცხადებს ცესკო. 

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი