რუსებმა ქალაქი ზაპოროჟიე დაბომბეს | დაშავებულია სულ მცირე 13 ადამიანი

გამოქვეყნდა:

რუსეთმა, 29 სექტემბრის ღამეს, ქალაქ ზაპოროჟიეს მართვადი საჰაერო ბომბებით შეუტია, რის შედეგადაც სულ მცირე 13 ადამიანი დაშავდა. რეგიონული პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ერთი არასრულწლოვანი, 17 წლის ბიჭიცაა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

ზაპოროჟიეს ოლქის გუბერნატორის, ივან ფედოროვის განცხადებით, ქალაქი რუსების სამიზნე სულ მცირე 10-ჯერ გახდა. თავდასხმის შემდეგ რამდენიმე კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა, რამაც ასევე გაანადგურა რამდენიმე საცხოვრებელი ბინა. ფედოროვის თმით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა კიდევ იყვნენ ადამიანები.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი