ადვოკატისთვის ტელეფონის ჩამორთმევა პირდაპირი მუქარაა - ალექსანდრე კობაიძე

გამოქვეყნდა:

მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად ექსპერტიზის ბიუროში წუხელ გიორგი შაქარაშვილის საქმის ადვოკატები მივიდნენ. ალექსანდრე კობაიძე ფიქრობს, რომ მიუღებელია ადვოკატისთვის ტელეფონის ჩამორთმევა და ამით მისი უფლებები ირღვევა. 

ადვოკატის ტელეფონის ამოღება მიუღებელია. როდესაც ღამის 12 საათზე ადვოკატი მოგყავს და ტელეფონს ართმევ, ფაქტობრივად, თითის ქნევის რეჟიმში ხარ და ემუქრები, რომ დაიჭერ. ეს არის პირდაპირი ზეწოლა, - ამბობს ალექსანდრე კობაიძე. 

აქვე, შაქარაშვილის საქმის მეორე ადვოკატი, ვასილ მამულაშვილიც ამბობს, რომ საშიში ტენდენციაა, თუ კი პროკურატურა ამ გზით ადვოკატების ტელეფონებზე წვდომას მოიპოვებს. 

ცნობისთვის, რამიშვილისთვის ჩამორთმეული ტელეფონის ექსპერტიზა ამ დრომდე არ დასრულებულა.

შეგახსენებთ,  პროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეში მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიკაციის საქმეს იძიებს და რამიშვილი ამ საკითხზე მოწმედაა დაბარებული. კონკრეტულად საქმე სატელიტის ფოტოებს, რომლებზეც პროკურატურა აცხადებს, რომ კადრები დამონტაჟებული და ყალბია. 

გარდა ამისა, პროკურორმა ბრიფინგზე თქვა, რომ ადვოკატის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე სამართლებრივი რეაგირება საგამოძიებო უწყებას აუცილებლად ექნება. 

რამიშვილს აღნიშნული ფოტოები დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა, რომელიც მოსამართლის წინაშე უკვე დაიკითხა, როგორც მან აღნიშნა, გამოკითხვისას დაასახელა წყარო, ვინც სატელიტის ფოტოები გადასცა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი