უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთში ჩავიდა და სიიარტოს შეხვდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში ჩავიდა, სადაც უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს შეხვდა. ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სიბიჰამ თქვა, რომ უკრაინა უნგრული თემის უფლებების დაცვის საერთაშორისო და ორმხრივ ვალდებულებებს ადასტურებს.

"მე ავუხსენი ჩემს კოლეგას ფრონტზე შექმნილი სიტუაცია. ჩვენ მადლობლები ვართ ჩვენი სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და სანქციების პაკეტზე თანხმობისთვის. დიდად ვაფასებთ იმ დახმარებას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უნგრეთისგან იღებს ამ რთულ დროს, ამას არასდროს დავივიწყებთ“, - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, უნგრეთი უკრაინისგან უნგრული უმცირესობების უფლებების აღდგენას ელოდება. სიიარტოს თქმით, ამასთან დაკავშირებით უნგრულმა მხარემ უკრაინის მთავრობას 11-პუნქტიანი შეთავაზების პაკეტი წარუდგინა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი