ემიგრანტების პეტიცია - საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები საგარეო საქმეთა მინისტრისა და ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვენ. საარჩევნო ადმინისტრაციამ დამატებითი უბნების გახსნაზე უარი სწორედ დარჩიაშვილის უწყების მიერ მიწოდებული სიის საფუძველზე თქვა, საიდნაც ათიათასობით ადამიანია გამქრალი.
პარალელურად, ირკვევა, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ არიან საქართველოს პრეზიდენტის შვილი, ქეთევან გორჯესტანი და ძმის შვილები. მედიაში ინფორმაციის გასვლის შემდეგ პრეზიდენტის ოჯახს ცენტრალურ სარჩევნო კომისიაში დაუდასტურეს, რომ ის ხმის მიცემას პარიზში შეძლებს.
პრეზიდენტის ძმა კი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ემიგრანტებს, მათ შორის არალეგალებს, მოუწოდებს, რომ ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.