რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის პარტიის გაუქმება გადაწყვიტა

გამოქვეყნდა:

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ნოვიჩოკით მოწამლული ოპოზიციონერი ლიდერის პარტიის, “მომავლის რუსეთის” გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

“21 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს სარჩელი პარტია “მომავლის რუსეთის” გაუქმებასასთან დაკავშირებით, რადგან პარტიას არჩევნებში მონაწილეობა ზედიზედ შვიდი წელია არ მიუღია”

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციონერს პარტიის რეგისტრაციაზე იუსტიციის სამინისტრომ ერთი წლის წინ უარი იმ მიზეზით უთხრა, რომ იმავე სახელის პოლიტიკური პარტია უკვე არსებობდა. ნავალნი საკუთარი პარტიის დარეგისტრირებას სხვადასხვა სახელით 2012 წლიდან ცდილობს.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი კომატოზურ მდგომარეობაში მოწამლული საავადმყოფოში 20 აგვისტოს გადაიყვანეს, მოგვიანებით დადგინდა, რომ ის ნოვიჩოკით იყო მოწამლული. ამჟამად გერმანიის კლინიკაში და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი