კორონავირუსის მეორე ტალღა ევროპაში და ახალი რეკორდები

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა ევროპის ქვეყნებში. ზრდის მაჩვენებლით პირველ ადგილზე ესპანეთია. მაშინ, როდესად 21 ივნისამდე კოვიდ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა დღე-ღამეში 150-ს არ აჭარბებდა, 18 სექტემბერს ახალი კორონავირუსი 14 389 ადამიანს დაუდასტურდა. 

მეორე ტალღის პირისპირ დგას საფრანგეთიც, სადაც 20 სექტემბერს, 1 დღე-ღამის განმავლობაში, რეკორდული - 13 498 შემთხვევა დადასტურდა. 

გაიზარდა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იტალიასა და ინგლისშიც. თუმცა, ამ ქვეყნებში სექტემბრის მაჩვენბლები ჯერ არ აჭარბებს მარტისას. 

შედარებით უკეთესია მდგომარეობა გერმანიაში, სადაც სექტემბერში მხოლოდ მცირე, მოსალოდნელი, ზრდა დაფიქსირდა. 

“დადასტრებული შემთხვევების გაზრდა ტესტების მასობრივ ჩატარებასაც შეიძლებოდა გამოეწვია, რისი შესაძლებლობაც წლის დასაწყისში არ არსებობდა” - ვკითხულობთ euronews-ის სტატიაში

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო კვირაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა სტატისტიკა იმაზე უფრო შემაშფოთებელია, ვიდრე მარტის პიკში იყო. 

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 31 მილიონს გადააჭარბა. დაიღუპა 900 000-ზე მეტი ადამიანი, თითქმის 24 მილიონი კი გამოჯანმრთელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი