ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, გუშინ ღამით, ირანის მიერ სარაკეტო თავდასხმის შემდეგ განაცხადა, რომ ირანმა "დიდი შეცდომა დაუშვა და ის ამისთვის გადაიხდის".
"ეს დარტყმა ჩაიშალა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის წყალობით, რომელიც მსოფლიოში მოწინავეა... ვინც ჩვენ თავს დაგვესხმება, ჩვენ მას დავესხმებით," - განაცხადა ნეთანიაჰუმ და აღნიშნა, რომ "არჩევანი არასოდეს ყოფილა ასეთი ნათელი ტირანიასა და თავისუფლებას შორის".
ასევე, ისრაელის პრემიერმინისტრმა შეერთებულ შტატებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რომელმაც ირანი გააფრთხილა, რომ ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმას "მძიმე შედეგები" მოჰყვებოდა.
"ჩემი მითითებით, შეერთებული შტატების სამხედროები აქტიურად უჭერდნენ მხარს ისრაელის დაცვას... არ შეცდეთ, შეერთებული შტატები სრულად, სრულად და სრულად უჭერს მხარს ისრაელს," - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან.
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა და მომავალ არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატმა კამალა ჰარისმა ასევე განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ბაიდენის გადაწყვეტილებას, დაავალოს აშშ-ის სამხედრო პერსონალს ირანული რაკეტების ჩამოგდება, რომელთა სამიზნე ისრაელია.
იხილეთ ასევე: