რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 32 "შაჰიდიდან" 11 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 32 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 11 ჩამოაგდეს, 10 უკრაინის კონტროლირებად სივრცეში დაიკარგა. ოთხმა კი რუსეთის მიმართულებით უკრაინის საჰაერო სივრცე დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა კიროვოგრადის, ოდესისა და სუმის რეგიონებში.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი