რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 105 "შაჰიდიდან" 78 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 105 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 78 ჩამოაგდეს, 23 უკრაინის კონტროლირებად სივრცეში დაიკარგა. ერთი კი ბელარუსის მიმართულებით გაფრინდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა კიევში, ჩერკასში, ვინიცაში, ხმელნიცკიში, კიროვოგრადში, ჟიტომირში, პოლტავაში, ჩერნიჰივში, ხერსონში, ოდესაში, ხარკოვში, სუმში, დ. რივნისა და ივანო-ფრანკოვსკის რეგიონებში.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი