უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ATACAMS-ის ბალისტიკური რაკეტებით რუსული რადიოლოკაციური სადგური Nebo-M გაანადგურეს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო ძალების ნაწილებმა წარმატებით დაარტყეს ATACAMS-ის ბალისტიკური რაკეტებით რუსულ Nebo-M-ის სარადარო სადგურს, მისი განადგურება მნიშვნელოვნად ამცირებს რუსეთის არმიის უნარს გამოავლინოს, თვალყური ადევნოს და გადაჭრას აეროდინამიკური და ბალისტიკური სამიზნეები."- ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამხედროები აღნიშნავენ, რომ Nebo-M წარმოადგენს ძნელად დასანგრევ სამიზნეს.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსებს მუშა მდგომარეობაში ამ ტიპის მხოლოდ 10 სისტემა დარჩათ. ასეთი რადარის ღირებულება 100 მილიონ დოლარზე მეტია.
"Nebo-M რადარის განადგურება შექმნის ხელსაყრელ „საჰაერო დერეფანს“ Storm Shadow და SCALP-EG საკრუიზო რაკეტების ეფექტური გამოყენებისთვის. მტრის მნიშვნელოვანი სამიზნეების წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვის ძალების საბრძოლო სამუშაოები გრძელდება," - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.