რუსეთის ვორონეჟის ოლქში ნავთობის ბაზაზე ხანძარი გაჩნდა. ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით მიზეზი უკრაინული დრონებია, რომელთა მოგერიებისას ერთ-ერთი დაბა ანაში მდებარე ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
კიდევ ერთი ხანძარი ლოკალიზებულია პერმის ოლქში. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანახმად, სოფელ ოსენცის სამრეწველო ზონაში ათი ათას კვადრატულ მეტრზე ნავთობის კერძო ბაზა იწვის , სადაც ცეცხლმა საწვავის საცავები მოიცვა.