უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 105 რუსული "შაჰედიდან" 78 ჩამოაგდო

გამოქვეყნდა:

"შაჰედების" საფრთხის გამო, გასულ ღამეს უკრაინის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში საჰაერო თავდასხმის განგაში იყო გამოცხადებული და თითქმის დილამდე გაგრძელდა.

რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის რამდენიმე რეგიონს "შაჰედის" ტიპის 105 დრონით შეუტიეს, მათგან 78 უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურა, 23 კი დაიკარგა,

რუსმა ოკუპანტებმა  "შაჰედებით" შეუტიეს კიევს, უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო თავდასხმა ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს კიევის მიმართულებით გაშვებული  15-ვე დრონი. ერთ-ერთ მაღალსართულიან კორპუსში დრონის მოგერიების ფონზე ხანძარი გაჩნდა. მიზეზი ჩამოგდებული საჰაერო სამიზნიდან ნამსხვრევების ჩამოვარდნა გახდა. ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ზარალი მინიმალური იყო.

სუმის საკრებულოს ცნობით, რუსებმა სუმის თემს "გერან-2" ტიპის დრონით დაარტყეს. დაშავებულია რვა ადამიანი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი