"[26 ოქტომბრის] არჩევნებს ვუყურებთ, როგორც შესაძლებლობას ქართველი ამომრჩევლისთვის" | სახდეპის პრესსპიკერი

გამოქვეყნდა:

"[26 ოქტომბრის] არჩევნებს ვუყურებთ, როგორც შესაძლებლობას ქართველი ამომრჩევლისთვის", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საუბრობს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებასა და ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ რეაგირებას ეხმაურება.

"რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2008 წელს და მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ახდენს. ჩვენი მხარდაჭერა უცვლელია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე ქართველი ხალხის მისწრაფებისადმი ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ.

[...]

რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, ჩვენ ვუყურებთ ამ არჩევნებს, როგორც შესაძლებლობას ქართველი ამომრჩევლებისთვის, რომ გამოხატონ საკუთარი შეხედულება „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებაზე, თავისი ევროატლანტიკური ტრაექტორიისა და ევროპასთან ინტეგრაციის გაღრმავების მიტოვების თაობაზე", - აცხადებს სახდეპის პრესსპიკერი. 

შეგახსნებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გასულ კვირას თქვა, რომ მოსკოვი მზადაა საქართველოს მის „მეზობლებთან“ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს. ლავროვმა ეს განცხადება გაეროს გენერალური ასამბლეის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი