სტოლტენბერგის თქმით, სრულიად რეალურია, რომ უკრაინა NATO-ს წევრი ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში გახდეს

გამოქვეყნდა:

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სრულიად რეალურია, რომ უკრაინა ალიანსის წევრი ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში გახდეს - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს. სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ უკრაინის შემთხვევაში, მეხუთე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების გზები არსებობს.

„ყოველთვის ძალიან სახიფათოა შედარება, რადგან არავითარი პარალელები არ არის 100%-ით სწორი, თუმცა აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიები აქვს იაპონიისთვის. თუმცა, ის არ ვრცელდება კურილიის კუნძულებზე, რომელსაც იაპონია საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და რუსეთის მიერაა კონტროლირებადი“, - მოჰყავს მაგალითი სტოლტენბერგს.

მისივე თქმით, კიდევ ერთი მაგალითი დასავლეთ გერმანიაა, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიას თავის ნაწილად განიხილავდა, „თუმცა, NATO იცავდა მხოლოდ დასავლეთ გერმანიას.“

„როდესაც ნება არსებობს, არსებობს საშუალებები გამოსავლის მოსაძიებლად. მაგრამ საჭიროა საზღვარი, რომელიც განსაზღვრავს, რა დროს გამოიყენება მე-5 მუხლი და უკრაინა უნდა აკონტროლებდეს მთელ ტერიტორიას ამ საზღვრამდე“, - დასძინა NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი