უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 13 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 3 ჩამოაგდეს, 10 უკრაინის კონტროლირებად სივრცეში დაიკარგა. ასევე რუსეთმა უკრაინას სამი Kh-59/69 მართვადი საჰაერო რაკეტით შეუტია, მათ მიზანს ვერ მიაღწიეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა ოდესის რაიონში.
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.