გასული ღამიდან მოყოლებული რუსი ოკუპანტები უკრაინაზე დრონებით შეტევას ჩრდილოეთის, აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებით ახორციელებენ.
სუმის რეგიონის რეჩკოვსკაიას თემში რუსულმა დრონმა სუმი-რეკის მარშრუტზე მომუშავე ავტობუსზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო. შედეგად სამი ადამიანი დაშავდა და ავტობუსი დაზიანდა.
გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა დრონებით შეუტიეს ოდესასაც. ქალაქში აფეთქებები ისმოდა, ამის შესახებ მერმა გენადი ტრუხანოვმა ტელეგრამის არხზე დაწერა. პარალელურად კიევში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა და საჰაერო თავდაცვის სისტემა მოქმედებდა.
სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქში საჰაერო თავდასხმის განგაში სამჯერ გამოცხადდა და ჯამში 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. კიევის საჰაერო სივრცეში და ქალაქის მისადგომებზე აღმოჩენილი ყველა რუსული დრონი განეიტრალდა.