რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 87 "შაჰიდიდან" უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 56 ჩამოაგდო

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 87 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 56 ჩამოაგდეს, 25 უკრაინის სხვადასხვა რეგიონში დაიკარგა. 4 ამ დრომდე იმყოფება უკრაინის საჰაერო სივრცეში. 

ასევე, რუსეთმა უკრაინას 2 "ისკანდერ-მ" ბალისტიკური, 1 "ისკანდერ-K" საკრუიზო და ერთი Kh-59/69 მართვადი საჰაერო რაკეტით, რომელთაგან 2 ჩამოაგდეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა მიკოლაევში, ოდესაში, კიევში, ჩერკასში, კიროვოგრადში, დნეპროპეტროვსკში, სუმში, ჩერნიჰივში, პოლტავაში, ვინიცაში, ხმელნიტში, ზაპოროჟიეს, ჟიტომირისა და ხარკოვის რეგიონებში.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი