კორონავირუსის შემთხვევების ზრდა და სეზონური გრიპების დასაწყისი - იქნება თუ არა საკმარისი ვაქცინა

გამოქვეყნდა:

ზამთრის დადგომასთან ერთად გრიპის შემთხვევები ხშირდება. კორონავირუსის  მეორე ტალღის დროს ქვეყანაში გრიპის ვაქცინის შემოტანა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ჯანდაცვის უწყებამ ზუსტად არ იცის შემოვა, თუ არა ქვეყანაში ნაყიდი 135 ათასი ვაქცინის სრული რაოდენობა ოქტომბრის დასაწყისში.

კორონავირუსისა და სეზონური გრიპის სიმპტომების გარჩევა ახლა მედიკოსებსაც უჭირთ, ამიტომ მოსახლეობის დროული ვაქცინაცია წესით სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა იყოს. რისკჯგუფებში ჩვილები, 5 წლამდე ბავშვები, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და 65 წელს ზემოთ მყოფი ხანდაზმულები შედიან. თუმცა ეპიდვითარების გათვალისწინებით ვირუსის გავრცელების საფრთხე ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება, რის გამოც მთავარი პრობლემა მარაგშია. იქნება  თუ არა გრიპის ვაქცინის იმხელა მარაგი, რომ მასშტაბური ვაქცინაცია ჩატარდეს ამის თქმა ჯერჯერობით რთულია.

ინფიცირებულების გარდა  Covid19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში, 23 მდე გაიზარდა. გარდაცვლილი პაციენტებიდან ერთი ქაუთაისის, მეორე კი ბათუმის კლინიკაში მკურნალობდა. ბოლო გარდაცვლილი პაციენტის მდგომარეობა  უმძიმესი იყო. 60 წლის მამაკაცი  ოკუპირებული რეგიონიდან, ჯერ ქუთაისის, შემდეგ კი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს. რესპუბლიოკურ საავადმყოფოში უკვე კოვიდ დადასტურებული, მართვითი სუნთქვით შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებლების მიუხედავად, ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობისა და მასშტაბური შეზღუდვების დაწესებას აღარ გეგმავს. მთავრობა აღიარებს, რომ ქვეყანას ეკონომიკის გაჩერების რესურსი აღარ აქვს, რის გამოც სრულ პასუხისმგებლობას ახლა საზოგადოებას აკისრებს. წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება მხოლოდ რეგიონებში, ისიც ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით მოხდება. 

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, სპეციალისტები ირწმუნებოდნენ, რომ ჯანდაცვის სისტემა პანდემიის მორიგ ტალღას მომზადებული ხვდება, მოსახლეობას კი  პანიკის საფუძველლი არ აქვს, თუმცა როგორ დაძლევს, ჯერჯერობით მწვანე ზონად გამოცხადებული საქერთველო, ერთდროულად კორონაპანდემიას და სეზონურ გრიპს, ეს სპეციალისტებმაც არ იციან. 

შეგახსენებთ, რომ 22 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 218 ახალი შემთხვევა დადასტურა, 80 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.  

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი