უკრაინის დაზვერვის სამსახურმა რუსული სამხედრო გემი დააზიანა

გამოქვეყნდა:

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მებრძოლებმა რუსული სამხედრო ტრალერი "ალექსანდრ ობუხოვი" დააზიანეს

უწყების ცნობით, გემი ფუნქციას ვეღარ შეასრულებს და რამდენიმეთვიანი სარემონტო სამუშაოების ჩატარება დასჭირდება.

"ალექსანდრ ობუხოვი" ქალაქ ბალტიისკის პორტში იდგა. სპეცოპერაციის შედეგად მებრძოლებმა გემი ოთხ ადგილას დააზიანეს. როგორც დაზვერვის სამსახური წერს, გემისთვის კაპიტალური რემონტის ჩატარება სირთულეებთან არის დაკავშირებული, ვინაიდან ტრალერის M-503 ტიპის ძრავა დეფიციტურია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი